„ყველა ვხედავთ უკვე ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და მოქმედებენ საერთო დღის წესრიგით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, მათი საერთო პატრონია გლობალური „ომის პარტიაა“.
ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ის რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება.
„მთავარია, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ“ - ლაზარე გრიგორიადისის წერილი ციხიდან
„მარტის აქციაზე ვიყავი იმ მიზეზით, რა მიზეზითაც იყო ყველა სხვა მოქალაქე -ვაპროტესტებდი რუსულ კანონს“
„სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, ასეთ შემთხვევაში, ის უკვე ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას.
რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს.
ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. სალომე ზურაბიშვილი ამას თუ გააკეთებს, ისედაც ლუსტრირებულია მისი ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო