LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაცხრილეს

33

დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაცხრილეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად პარტიაში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ ღამით მოხდა.

“დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს – ჩალეწილია შუშები. ასეთი ვითარება პარტიის წარმომადგენლებმა დილით აღმოაჩინეს, გამოიძახეს პატრული, რომელიც ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს”, – განაცხადეს პარტიაში.

“ნაციონალების” აღნიშნულ ოფისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ბიუროცაა განთავსებული. კედელაშვილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები