LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას პოდიუმი, რომელიც მეგრული ქორწილის სუფრას ჰგავდა (ფოტოები)

197

თაკო ჩხეიძე, როგორც ჟურნალ „ნარგისის“ წარმომადგენელი, პარიზის მოდის კვირეულს დაესწრო, სადაც დემნა გვასალიას ბრენდის „ვეტმანის“ ახალი კოლექციის ჩვენება იყო დაგეგმილი. თაკომ თავის „ფეისბუქ“-გვერდზე, ასევე ჟურნალმა – საკუთარზე, გამოაქვეყნეს ფოტოები ჩვენებიდან, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მოდის სამყაროში. ძალიან პერსონალური კოლექცია დემნა გვასალიამ საკუთარ სამშობლოს, მოგონებებსა და დიდ ტკივილს მიუძღვნა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევას უკავშირდება.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, დიზაინერმა პოდიუმი მეგრული ქორწილის ფურას დაამსგავსა და გარშემო სკამებიც შემოუწყო. დემნა გვასალიამ თბილისში თაკო ჩხეიძის „ჯეომოდელსიდან“ მარტში საიდუმლოდ შეარჩია 20 მოდელი, რომლებმაც მისი კოლექცია პარიზში აჩვენეს. სპორტდარბაზები, სამხატვრო თუ თეატრალური აკადემია და ქუჩები კასთინგის მთავარ ლოკაციად იქცა. საბოლოოდ შერჩეულმა 20-მა ქართველმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც ჟურნალი წერს, თაკო და დემნა წლებია მეგობრობენ და თაკოს ეკუთვნის წარწერა ბოლო ზარის მაისურზე: „გილოცავ, მრავალს დაესწარი!”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები