LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნიუ იორკში ქართულ რესტორანს დემნა გვასალია მამასთან ერთად ესტუმრა – მეგრული საუბარი სოხუმელებს შორის და დიზაინერით აღფრთოვანებული ცირა შენგელია: „პირველი რეაქცია, რაც მთლიან სტაფს გვქონდა ეს იყო – შოკი… მალევე მოვედით აზრზე…“

1853
დემნა

ნიუ იორკში ქართული რესტორნის „უბანი“ მეპატრონე, ცირა შენგელია ჰყვება დემნა გვასალიასა და მისი მამის სტუმრობის შესახებ და აღნიშნავს, თუ როგორი თავმდაბალია მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი:

„მინდა ცოტა მოვყვე გუშინდელ საღამოზე..
რომელიც ერთი ჩვეულებრივიდან უცებ გადაიზარდა ყველაზე დასამახსოვრებელსაღამოდ..
ადამიანი, რომელიც ამ დონის მსოფლიო მაშტაბის იყო და თან, იმავდროულად ასეთი უბრალო და თავმდაბალი – ნადვილად იშვიათობაა…
პირველი რეაქცია, რაც მთლიან სტაფს გვქონდა ეს იყო – შოკი…  მალევე მოვედით აზრზე და ზუსტად ისეთი გარემო შევუქმენით, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სურდა… გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, დემნამ ჩვენგან წაიღო ის სითბო, რასაც ქართული – სტუმარმასპინძლობა ჰქვია… მადლობა ამისთვის რა თქმა უნდა UBANI-ს.

P.S. არ შემიძლია, არ ავღნიშნო დემნას მამა – ბატონი გურამი – ნადვილი მეგრელი კაცის ვაიბებით 😁 დიალოგი ჩვენ შორის :
– საიდან ბრძანდებით? ..
– სოხუმიდან….
– ა, დემნა, უყურე, სოხუმელი ყოფილა….
– რა გვარის ბრძანდებით?
– შენგელია…
– ა, დემნა, მეგრელიც ყოფილა… მარგალური ქოიჩქუნოოო??
– აბა, მუჭოოო?!
– ოხ სკან გოლუაფირო..
დააა აიიი მანდედან უკვე მეც ისე ვიყავი მათთან, თითქოს მთელი ბავშვობა სოხუმში ერთად გაგვეტარებინოს.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით კი არა, რომ „დემნა გვასალია” გავიცანი… ძალიან ბედნიერი ვარ და სულით ხორცამდე ვამაყობ იმით – რომ ამ ერთმა სოხუმელმა ბიჭმა – ბევრ ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე გამარჯვებულმა, შეინარჩუნა ის ნადვილი სითბო, სიყვარულის გაცემის უნარი, თავმდაბლობა და უბრალოება.. რასაც მასთან შეხვედრის პირველი წამიდან იგრძნობთ…

დემნა არის მაგალითი იმისა , თუ როგორ უნდა „ადამიანობდეს ადამიანი.”

მადლობა სამყაროს ასეთი პატარ-პატარა სიურპრიზებისთვის… არასდროს არ ხდება არაფერი შემთხვევით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g