LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დემნამ „ბალენსიაგას“ შავ სიაში შემიყვანა, რადგან პუტინს ვუჭერ მხარს… ვერაფერს ვეღარ ვყიდულობ… ეს სულელური გადაწყვეტილებაა…“ – ფილიპ კირკოროვი დემნა გვასალიაზე ნაწყენია

468
დემნა გვასალია

ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში, რუსი ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი აღნიშნავს, რომ „ბალენსიაგას“ ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ ის ბრენდის შავ სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ბარათით იქ არც ერთი ნივთის ყიდვა აღარ შეუძლია. კირკოროვი ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის დოლჩე და გაბანასთან, ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს და გაკვირვებულია ამ საქციელით. მისი განმარტებით, დემნამ შავ სიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის გამო შეიყვანა.

„ვიცნობ გურამს, დემნას არ ვიცნობ, მაგრამ ვარ „ბალენსიაგას“ ფანი. მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ყველას შოუს ვესწრები, დემნამ კი „ბალენსიაგას“ შავ სიაში შემიყვანა, რადგან ვარ რუსი და მხარს ვუჭერ რუსეთის პრეზიდენტს… მთელ მსოფლიოში არაფრის ყიდვა არ შემიძლია ამ ბრენდში. პერსონალურად მე ჩემი ბარათით ან ქეშით არაფრის შეძენა არ შემიძლია. ეს სულელური გადაწყვეტილებაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g