LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 16:00 საათზე, ოთხი რადიოს ეთერში „ოქროს ტალღის დღიურები“ იწყება!..

78

დღეს, 17 მაისს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოს – „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“ ეთერში გავა „ოქროს ტალღის დღიურები“. გადაცემა, სადაც ყოველ კვირა მოისმენთ კონკურსანტების ინტერვიუებს, მათი მოლოდინებისა და წინასაკონკურსო ემოციების შესახებ.

გადაცემას გაუძღვებიან „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ მუსიკალური რედაქტორები, ნატა ხარაშვილი და გიორგი მშვენიერაძე. ვინაიდან წლის სიმღერის კატეგორიაში 125 სიმღერა მოხვდა, კონკურსამდე, რომელიც ივნისში გაიმართება, „ოქროს ტალღის დღიურების“ ყოველკვირეულ გადაცემაში ყველა კონკურსანტის მიწვევა ვერ მოესწრება, შესაბამისად, 22 მაისიდან, „არ დაიდარდოს“ დილის ეთერში ყოველდღიური გადაცემა დაიწყება, სადაც ყველა კონკურსანტთან ჩართვებს შემოგთავაზებენ.

პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი. მათი დუეტი „ოქროყანის აღმართი“ „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი ნომინანტია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები