LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მზის დაბნელებაა – რა არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში!..

62

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, რომელიც სოციალურ ქსელში სულ აქტიურია და თავის მეგობრებს საინტერესო რჩევებს უზიარებს, დღევანდელი მზის დაბნელების შესახებ წერს.

სოფია აღნიშნავს:

„ჩემო საყვარლებო, დღეს ღამით არის მზის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მომატებული იქნება ემოციური ფონი, ადამიანები ასეთ დღეებში ზოგჯერ არაადექვატურად აგრესიულები და იმპულსურები არიან. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ კონფლიქტში დღევანდელ დღეს. აკონტროლეთ ემოციები, არ დაიწყოთ არაფერი მნიშვნელოვანი, არ მიიღოთ კარდინალური გადაწყვეტილებები, თუკი 100% დარწმუნებული არ ხართ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.

მერწყულის ზოდიაქო თავისუფლებასთან ასოცირდება და დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ სიღრმისეულად გაიაზროთ, რა გიშლით ხელს წინსვლაში, რა გაბრკოლებთ, რა გიქმნით „ბორკილებს“, როგორც სიტუაციურად, ისე ემოციურად. დაფიქრდით და გათავისუფლდით ყველა ტიპის ბლოკებისგან. დღევანდელი დაბნელება ემთხვევა მზის და ვენერას შეერთებას, ამიტომ სიყვარული უდიდესი ძალა და იარაღია დღევანდელ დღეს ნებისმიერი სირთულის გადასაჭრელად.

გამოხატეთ მეტი სითბო, მეტი ემოციები, მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ გულწრფელი გრძნობებში, ისაუბრეთ საკუთარ გძნობებზე, ნუ შეგეშინდებათ იყოთ შეყვარებული <3 გახსოვდეთ, დღევანდელ დღეს გაცემულ ნებისმიერ გულწრფელ ემოციას სამყარო უმოკლეს დროში უკან ბუმერანგული პრინციპით და გაასმაგებული ოდენობით დაგიბრუნებთ <3 <3“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები