LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო – ნიკა მელია

40

„დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეშირას აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ,“ – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას თქმით, გუშინ კვირიკაშვილი მის დასმულ კრიტიკულ კითხვებს არ პასუხობდა.

კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან მაშინ, როდესაც ტერორისტებმა მინი ომი მოაწყვეს. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არცერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეშირა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ,“ – განაცხადა მელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები