LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდება

40

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“ (Macroeconomic and Financial Frameworks Successful Implementation of The Belt and Road Initiative).

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები