LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: შევძლებთ დოლარზე დამოკიდებულება შევამციროთ

60

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საპარლამენტო ფრაქციას „საქართველოს პატრიოტებს“ წარუდგინა.

„ჩვენი ყველაზე დიდ გამოწვევა დოლარიზაციის მაჩვენებელია. სწორედ მის შესამცირებლადაა დაგეგმილი ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი განკარგვადი შემოსავლის შემცირება, რაც გამოიწვია დოლარის კურსის გამყარებამ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბიზნესს მოგების გადასახადის რეფორმა დაეხმარება, ფიზიკურ პირებს – ლარიზაციის გეგმა.

„შესაბამისად ეს ორი კომპონენტი შეავსებს ერთმანეთს და ქვეყანაში შევძლებთ შევამციროთ დოლარზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დეპუტატების შეფასებაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას ეკონომიკური ზრდის შესახებ, „ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუ არის კითხვები მეთოდოლიგიასთან დაკავშირებით, შეუძლიათ საქსტატს დაუსვან კითხვები“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პოპულალურები