LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია

60

მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, ყველა საბაგიროს აქვს შემოწმება გავლილი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, პერსონალი არის აბსოლუტურად გადამზადებული და შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ ის ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოიქცნენ ისინი ასეთ შემთხვევებში.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ტურიზმი, განსაკუთრებით, მთის კურორტების მიმართულება, რათა ჩვენი მთის კურორტები გახდეს 4 – სეზონიანი. შესაბამისად, ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ტურისტები მივიღოთ არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულის სეზონზეც. ამაზე მეტყველებს თვითონ ის პოზიტიური და დადებითი დინამიკა სტატისტიკაშიც, რომელიც ჩვენ გვაქვს, რაც პირდაპირი დასტურია ყველა იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ის, რომ მეტი და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად მოვახდინოთ იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ჩვენ გვაქვს. გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე ჩვენთვის. ჩვენ შევუდექით იმ წუთშივე გამოძიებას. ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ, ვთქვით, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს მოვიწვევდით, რომლებიც შეამოწმებდნენ და ნახავდნენ, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია აღნიშნული უბედური შემთხვევა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები