LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო

54

10-11 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საგანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო ასევე გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, კერძოდ, აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 12-13 დეკემბერს.