LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

144
ისრაელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მათი განცხადებით, საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტს აგრძელებს.

„საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა, 540-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობამ, „ჰამასმა“ აიღო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ