LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

140
fot (1)

ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი მტერი ამისთვის აქამდე არნახულ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.

„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები