LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს: კულება

266
BeFunky-collage (4)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას ეხმაურება.

როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, ელოდება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.

 

 

პოპულალურები