LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალ „სითის“ დაჯილდოვება და რჩეულები, რომლებიც „ეამაყება თბილისს“ (ფოტოები)

282

თბილისობის წინა დღეს „თბილისი მოლში“ ჟურნალმა „სითიმ“ დაჯილდოვება გამართა სახელწოდებით „თბილისი, რომელიც გვეამაყება“. გამარჯვებულთა შორის ცნობილი კომპანიები აღმოჩნდნენ, რომელთა საქმიანობაც ჟურნალის რედაქციამ სპეციალური დიპლომებით დააფასა, რომელბსაც ამშვენებდა წარწერა „ეამაყება თბილისს“.

დაჯილდოების ცერემონიალი ჟურნალის მთავარ რედაქტორს, ეკა ხოფერიას მიჰყავდა. გამარჯვებულთა ვინაობის დასახელებას სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები უძღვოდა წინ. სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ ანსამბლი „ერისიონი“, „ფორტე“ და სოფო ხალვაში.

„სითიმ“ შემდეგი კომპანიები  და პერსონები დააფასა:

IDS ბორჯომი-საქართველო, კომპანია „კოხტამიტარბი”, სამშენებლოკომპანია „ანაგი”, „გურიელი”, „წისქვილი ჯგუფი“, „Schuchmann Wines Georgia“, „ანბანი”, ქართული კერამიკის გალერეა-სახელოსნო „White Studio“, „ზარაფხანა“, „Geo Fashion“, „ლაზეთი“, „ვინოტელი“, „Alter Socks“, „TeleTissenes”, „ბადაგი“, „ბიბლუსი“, „ბარბარესთან“, „შატო ნეკრესი“, „თბილისი მოლი“,

დაჯილდოვდნენ ასევე: ანსამბლები: „ერისიონი“ და „ფორტე“, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მომღერალი სოფო ხალვაში, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე.

ღონისძიებაზე გამოარჩიეს რადიო „ფორტუნა“, – „საქართველოსა და მისი დედაქალაქის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის, საინტერესო პროექტებისთვის, საინტერესო იდეებისთვის“. ჯილდოს მისაღებად კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე ავიდა სცენაზე და ჯილდოსა და დაფასებისთვის „სითის“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების დაწყებამდე „წისქვილი ჯგუფი“ სტუმრებს გაუმასპინძლდა. კომპანიამ ეთნოგრაფიულ მოტივებზე კუთხე მოაწყო, სადაც სტუმრები ფოტოებს სიამოვნებით იღებდნენ. მათ „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ღვინოც დააგემოვნეს.

ნინო მურღულია

magti 5g