LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი პრეზიდენტის ცოლზე დაწერილი სტატიის გამო დააკავეს

69

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბეში ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მან ქვეყნის პირველი ლედის გრეის მუგაბეს თეთრეულის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. Guardian-ის ცნობით, კენეტ ნიანგანი ციხეში 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, ქვეყნის მთავარი პარტიის წევრებს გრეის მუგაბემ საკუთარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელები აჩუქა.  ჟურნალისტი წერდა, რომ “საჩუქრებში” პირველი ლედის საცვლებიც იყო. კენეტ ნიანგანის დაკავების ფაქტს  ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურა და  ზიმბაბვეს ხელისუფლება ჟურნალისტების დაშინებაში დაადანაშაულა.

 

93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1980 წლიდან არის, მას შემდეგ რაც ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები