LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე რჩება – ექიმი

169

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა, საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია. დღევანდელი დღისთვის რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. გრძელდება მკურნალობა, შეფასება, მდგომარეობის შესწავლა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება”, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილის პალატაში გადაყვანამდე ჯერ მთელი რიგი პროცედურებია და ამაზე საუბარი ნაადრევია.

ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დამატებითი ოპერაციის საკითხი არ განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები