LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დომენიკ მანგოს ,,წამების” ამსახველი ვიდეო დადგმულია

1355

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ,აწამებენ”დომენიკ მანგოს და იარაღის მუქარით, პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

ვიდეო თავად მანგოს გვერდზეც გავრცელდა, წარწერით ბოდიში. თუმცა, ფეისბუქმა ვიდეო, ძალადობის შემცველი კონტენტის გამო დაბლოკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს კადრები დადგმულია და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ დომენიკ მანგო იგივე კუკური ბარამიძე, საქართველოში გერმანიიდან 2 თვის წინ დაბრუნდა. ის სკანდალური და ხმაურიანი განცხადებებითა და ქცევებით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები