LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი ექსტრემალურ სიტუაციებისთვის გადამზადდებიან

82

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენდოპელმაიერისექსპერტინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.

ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანიადოპელმაიერისწარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროსმთის კურორტების განვითარების კომპანიისხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს.  

მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაცდოპელმაიერიჩამოიტანს. ყველა გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ  საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორცდოპელმაიერისწარმომადგენლებმა აღნიშნეს,  ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანიალაიტნერისწარმომადგენლებიც, რომლებიც შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს დადოპელმაიერის“  მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს.

ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმებაპომასწარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები