LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა – ეკა მიშველაძე

50

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძის თქმით, ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ბათუმში მომხდარ ვანდალიზმში მონაწილეობდა. მიშველაძე ამბობს, რომ  პრეზიდენტი ელოდება სიტუაციის კარგ ანალიზს და დამნაშავეების გამოვლენას.

“ამ საკითხზე ვარაუდებს ვერ გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ როგორც კი ის სცდება საზღვრებს, საჭიროა დროული და სწორი რეაგირება. ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ვაკჰანალიაში მონაწილეობდა. ველით სიტუაციის კარგ ანალიზს დასაწყისიდან ბოლომდე”, – განაცხადა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები