LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძარცვა ევრობასკეტზე: საქართველოსთან თამაშის მერე ისრაელი გაძარცვეს

82

ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფის მასპინძელ ისრაელის ნაკრებს, რომელიც 5 სექტემბერს საქართველოსთან ოვერტაიმში 105:91 დამარცხდა, სასტუმროში დაბრუნების შემდეგ უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა.

ისრაელის ნაკრების კალათბურთელების სასტუმრო ოთახებში აღარც ფული იყო და აღარც საკრედიტო ბარათები.

ისრაელის ნაკრები, როგორც ყველა B ჯგუფის მონაწილე გუნდი, თელ-ავივში სასტუმრო “ჰილტონშია” გაჩერებული.

გაქურდულთა შორისაა ლიტვის ნაკრების მოთამაშე დონატას მოტეიუნასიც, რომელსაც 6000 ევრო მოპარეს და ასევე, ისრაელის ნაკრების წევრები: ფორვარდი ელიშაი კადირი, რომელმაც 1000 შეკელი და 250 ევრო დაკარგა, მასპინძლების მცველ იოთამ ჰალპერინს საკრედიტო ბარათი, 200 შეკელი, 200 ევრო და ძვირფასი საათი მოპარეს.

გაქურდულია ისრაელის ნაკრების ვარსკვლავი ომრი კასპიც, რომლის დანაკარგიც ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარეობს გამოძიება: ამოწმებენ სასტუმროს თანამშრომლებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.

 

Sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები