LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა

108

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით,  გურჯაანში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლომდებარე ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ჩააბარებს.

მისი თქმით, დაზიანებული ყურძნის არსებობის შემთხვევაში, საკოორდინაციო შტაბი კომპანიასა და მევენახეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს.

ძლიერმა სეტყვამ გუშინ საღამოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა. განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები