LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

51

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს  განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატები ამბობენ, პროკურატურის მოწმეებზე მათ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. საგამოძიებო უწყება ამასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ ბრალდებამ 108 მოწმიდან 70 უკვე დაკითხა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, ექსპერტები, საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, ადვოკატები – ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი. ასევე, უკვე დაიკითხნენ იმ კლინიკის თანამშრომლები, რომელსაც ბრალდებული გიორგი მამალაძე ხელმძღვანელობდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი წევრები.

ივლისში ჩანიშნული სხდომების განრიგი უკვე ცნობილია. პროცესები ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს გაიმართება. ამ დრომდე არ დაკითხულან სასულიერო პირები და დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.

მხარეები ვარაუდობენ, რომ მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები