LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

52

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა დუდაევის სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მანამდე შენობაში სუფრა იყო, რომელზეც დუდაევის თანასოფლელი იმყოფებოდა. დუდაევს სწორედ მან ესროლა, შემდეგ კი მიიმალა.

ადგილზე ე.წ. პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მუშაობდნენ, რომლებიც სამძებრო-ოპერატიულ სამუშაოებს აწარმოებენ.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები