LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საქართველოში საკუთარი რეკორდის მოხსნას გეგმავს – ინვესტიციები იზრდება

25

EBRD საქართველოში საკუთარი რეკორდის მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი იმ შეხვედრაზე გახდა, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილთან გამართა. შეხვედრაზე საქართველოში EBRD-ის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

“ჩვენ საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და მან 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ჩვენ ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება“, – განაცხადა ჩაკრაბარტიმ.

მან რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აქცენტები გაკეთდა ენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკის პროექტებზე, აგრეთვე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები