LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიას დაკითხავენ

83

“ფოტორეპორტიორების საქმეზე“ ეკა ბესელია დაიკითხება. ბესელიასა მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით ჩხატარაშვილის დაკითხვაზე შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დააყენა.

პროცესზე ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო.

ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

მომდევნო პროცესი პირველ ივნისს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები