LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა გიგაური საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის არსებულ დარღვევებზე საუბრობს

57

ჩვენ დავაფიქსირეთ ერთი შემთხვევა ხმის მიცემის უკვე მარკირებით, იმ პირს, რომელმაც მისცა ხმა, მას უკვე ჰქონდა გავლილი მარკირება,“ – ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ბრიფინგზე გააკეთა.

ეკა გიგაურმა ამ დროისთვის დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

ჩვენ დავაფიქსირეთ მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე, ასეთი იყო ერთი ფაქტი, სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის 64- უბანზე, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრაქართული ოცნებისწარმომადგენელი ჩვენს დამკვირვებელს, ეს მოხდა უბნის გარეთ. ასევე, ჩვენი დამკვირვებელი ორ შემთხვევაში არ შეუშვეს თავიდანვე უბანზე, ეს იყო სამგორში 85- და 43- უბანზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, ასევე დაფიქსირდა კომისიის წევრის მიერ, ფუნქციათა გადანაწილებაში, გადანაწილების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, ეს იყო ერთ შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრმა არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მას მაინც მიენიჭა ფუნქცია, რაც ასევე ვფიქრობთ, რომ იყო დარღვევა, ეს მოხდა დიდუბის საარჩევნო ოლქში, პირველ უბანზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი შეავსო ადამიანმა, რომელიც არ იყო ამომრჩეველთა სიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები