LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას ქალიშვილი შეყვარებულს შთამბეჭდავ ჩანახატს უძღვნის – „ყველაზე მტკივნეული სიყვარული იმ მომენტში განმიცდია…“

333

ეკა ხოფერიას ქალიშვილი, ანანო ლევიძე საზღვარგარეთ სწავლობს. როგორც მისი ბლოგიდან ირკვევა, ის შეყვარებულია და მანძილი, რომელიც თავის რჩეულს აშორებს, თავსატეხად ექცა. ამის შესახებ ანანო საკმაოდ ამოციურად წერს თავის ბლოგში:

„ჩვენ შორის მანძილი 3612 კილომეტრია.

დროის განსხვავება – 4 საათი.

365 დღიდან 122 დღეს ვატარებთ ერთად.

მე და სანდრო ორივე სტუდენტები ვართ. დღე და ღამეს კოლეჯში, ან მასწავლებლებთან ვატარებთ, რათა საუკეთესო შედეგებით დაფინანსება ავიღოთ და თუ ერთ უნივერსიტეტში, ერთ ქალაქში, ან ერთ ქვეყანაში არა, მეზობელ ქვეყნებში მაინც ვისწავლოთ, რადგან ეს 3612 კილომეტრი 400 კილომეტრამდე მაინც დავიყვანოთ და ყოველ ოთხ თვეში ნახვის ნაცვლად ორ ან ერთ თვეში ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს აეროპორტში ან რკინიგზის კიბეებზე. ვიღაცას გაეცინება (სავარაუდოდ, ჩვენს მშობლებს) და იტყვიან, რომ ჩვენ, 17 წლის გოგო-ბიჭმა, საერთოდ არაფერი ვიცით სიყვარულზე. შეიძლება, არც ვიცით და ვაჭარბებთ, მაგრამ ყველაზე მტკივნეული სიყვარული იმ მომენტში განმიცდია, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით წავედით მე და სანდრო: მე – პასპორტის კონტროლის კარებისკენ, ის კი სახლში.

რაზე არ მიოცნებია, იმაზეც კი, რომ სუპერძალა მქონდეს, უხილავი გავხდე, როცა მომინდება ხოლმე და ლონდონი-თბილისის რეისზე ჩუმად შევიპარო ყოველ პარასკევს, კვირას კი იმავე ხერხით გამოვფრინდე ხოლმე უკან გაკვეთილებისათვის.

ზუსტად ვალენტინობის შემდეგ, ერთკვირიანი არდადეგები მეწყება, რომლის გატარებასაც ჩემს ოთახში ვაპირებდი. ახლა კი ამ ტექსტის წერის დროსაც გული მიცემს, რადგან არსებობს პატარა შანსიც იმისა, რომ სანდროს აპრილამდე ვნახავ, ლონდონიდან მატარებლით გავემგზავრები ამსტერდამისაკენ იმ უსაზღვრო ემოციების განსაცდელად, რომელსაც ეს პატარა ბილეთები მაჩუქებს.

პ.ს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა მომამარაგოს ჩურჩხელებით?“ – აღნიშნავს ანანო.

შვილის ჩანახატი ეკა ხოფერიამ გააზიარა და დაწერა: „იმედია, ანანოს ამ ბლოგის დაშეარებით არ ვავნებ). სადაც ასე ვთქვათ გამოვჩნდი, ეკა ხოფერიას შვილობით ცოტა დაიჩაგრა. ეგ არაფერი. საწუწუნო რა მაქვს! უბრალოდ, ისე მიხარია ამ გოგოს წერით გატაცება, ვერ აგიწერთ. არ დავწერ, რა მომწონს, რა – არა, როგორ შევაფასებდი ობიექტურად, ვინაიდან ძლიერ სუბიექტური ვარ, იმიტომ, რომ ისეთია, როგორიც არის და მე როგორც დედა, ანანოს და სანდროს კონკურსში გამარჯვებას ვუსურვებ) აბა ჰე, ბავშვებო)))“.

როგორც აღმოჩნდა, ეს ბლოგი ანანომ ერთ-ერთი კონკურსისთვის დაწერა, რომელსაც ქართული ავიაკომპანია მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები