LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძე პირველად ბუკა პეტრიაშვილთან სიყვარულზე, გათხოვებასა და შვილების რეაქციაზე

178

„ბუკასთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულია…“

ეკა მიშველაძე „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის საავტორო გადაცემას „სტუმრად გიგასთან“ ეწვია. ეკამ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ყველასთვის ცნობილია, რომ მან თავისი ცხოვრება ოპოზიციის წარმომადგენელს, ბუკა პეტრიაშვილს დაუკავშირა, წყვილმა ხელი ახლახან მოაწერა. ეკას პირად ცხოვრებაში გაკეთებულ არჩევანს „პირველ არხზე“ მისი გადაცემა შეეწირა. გადაცემა სწორედ იმ მიზეზით დახურეს, რომ ეკა პოლიტიკოსს გაჰყვა ცოლად.

წამყვანის კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც შეყვარებულია და როგორ შეხვდნენ შვილები ბუკა პეტრიაშვილთან მის ქორწინებას, ეკამ უპასუხა:

„შეყვარებული ვარ, კაი ხანია. ყველას ყველაფერი არ უნდა უთხრა, არ არის საჭირო. როგორც კი გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი საჯაროდ განგვეცხადებინა, არსადაც აღარ ვიმალებით. ჩვენ ერთად ხუთი შვილი გვყავს, ორი მე, სამი – ბუკას. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს შვილებს. ამ დროს, როცა ასეთ ნაბიჯს დგამს, ძალიან მნიშნელოვანია, როგორ შეხვდებიან ამას შენი შვილები. ჩენი ხუთივე შვილი, ოთხი დიდი და ყველაზე უმცროსი, შოთიკო, ისე კარგად შეხვდნენ და ისე გაუხარდათ, რომ ჩვენ ვიყავით დამორცხვებულები… მათი რეაქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ვღელავდით. ვემზადებოდით იმისთვის, რომ შვილებისთვის გვეთქვა.

არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ბუკას ჩემს შვილებთან, მე მის შვილებთან და ჩვენს შვილებს ერთმანეთთან. ახლა ჩვენ ერთი დიდი, ლამაზი და ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ და ამის დამალვას აზრი არ აქვს“ – აღნიშნა ეკამ გადაცემის მიმდინარეობისას.

ტელესახემ დასძინა, რომ ბუკასთან მისი ურთიერთობა განსაკუთრებულია. „აქ ძალიან დიდი სიყვარული, ურთიერთპატივისცემაა, დიდი ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევ. როცა ამ ამბის გამო შენ გარშემო ყველა ბედნიერია. გიხარია გათენება, რადგან ახალი დღე იწყება იმასთან ერთად, ვინც გიყვარს და გიხარია დაღამება, რადგან სახლში მიგეჩქარება ისევ მასთან შესახვედრად…“

12096000_10153155255136724_278588949510525728_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები