LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როგორი მეუღლე ვარ? ეგ ბუკას უნდა ჰკითხოთ, ალბათ არ არის მარტივი ჩემთან ერთად ყოფნა… ძალიან მომთხოვნი ვარ… ბუკა არის ადამიანი, რომელთანაც მე ვგრძნობ სრულ ჰარმონიას, ის ჩემი წონასწორობის ცენტრია“ – ეკა მიშველაძე

480
ეკა მიშველაძე

გოგოლა კალანდაძის რუბრიკა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს სახლში ესტუმრა.

ცნობილმა ტელესახემ გოგოლასთან შვილიშვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან შვილიშვილებს თავი მიუძღვნა.

ეკა მიშველაძემ ინტერვიუში ისაუბრა მეუღლეზეც, ბუკა პეტრიაშვილზე და თქვა, რომ პირველ ადგილზე მისთვის მისი ოჯახია:

„მიძღვნილი მაქვს ჩემი თავის შვილიშვილებისთვის,მე და ბუკა არაფერს არ ვაკეთებთ შაბათს, გარდა იმისა, რომ კიტასთან ერთად ვატარებთ დროს. ყველაფერი, რაც მას უნდა ამ ყველაფერში ჩართული ვართ.

ასეთ სტრესულ გარემოში, ასე მგონია, რომ სულზე მომისწრეს შვილიშვილებმა“ – ამბობს ჟურნალისტი.

გოგოლა კალანდაძის კითხვაზე, როგორი დიასახლისია ეკა მიშველაძემ უპასუხა, რომ ყველას მოსწონს მის მიერ დამზადებული კერძები. მან ასევე ისაუბრა მეუღლეზე, ბუკა პეტრიაშვილზე:

„ყველას მოსწონს ჩემი გაკეთებული საჭმელი, დროს ყოველთვის ვნახულობ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ იყვნენ უჩემოდ და არ იგრძნონ , რომ მე ძალიან დაკავებული ვარ. პირველ ადგილზე ჩემთვის ჩემი ოჯახია.

როგორი მეუღლე ვარ? ეგ ბუკას უნდა ჰკითხოთ, ალბათ არ არის მარტივი ჩემთან ერთად ყოფნა. არ ვარ მარტივი ადამიანი, ძალიან მომთხოვნი ვარ… ბუკა არის ადამიანი, რომელთანაც მე ვგრძნობ სრულ ჰარმონიას, ის ჩემი წონასწორობის ცენტრია“ – თქვა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები