LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დამირეკა პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი” – რას ამბობს ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილზე

293
2024-04-29_01-59-59_351766

მინდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო დაკავება და რასაც დღეს აქ აკეთებდა პოლიცია არის უკანონობა, – ასე ეხმაურება ეკა მიშველაძე მედიასთან საუბრისას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მეუღლის, ბუკა პეტრიაშვილის დაკავებას.

ეკას თქმით, პოლიცია მას დაუკავშირდა და უთხრეს, რომ ბუკა დიღომში გადაიყვანეს.

,,იმ წუთში, როდესაც მოხდა მისი დაკავება, იქ არ ვიყავი, მე ცოტა მოშორებით გამოვედი, იმიტომ, რომ ჩოჩქოლი და ჭყლეტვასავით იყო, რაღაც დროის განმავლობაში ვხედავდი მას, მაგრამ მერე ვეღარ. როცა დაწყნარდა სიტუაცია დავიწყე მისი ძებნა და ვერ ვიპოვე, დამირეკა რაღაც უცნობმა ნომერმა – მითხრეს რომ უსაფრთხოდ არის და თქვეს განვარიდეთ ტერიტორიასო, მერე დავუკავშირდი სახალხო დამცველს და გავიგეთ, რომ დაკავებულია.
რამდენიმე წუთის წინ დამირეკა პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი.
მინდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო დაკავება და რასაც დღეს აქ აკეთებდა პოლიცია არის უკანონობა, მონობა, ესენი არიან რუსი პოლიციელები”, – ამბობს ეკა მიშველაძე.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბუკა პეტრიაშვილი დააკავეს

როგორც ,,ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები