LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე – სალომე ზურაბიშვილი

94

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სასულიერო პირები როგორც საარჩევნო კამპანიაში, ისე ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში „ამ დონით არ უნდა ერეოდნენ“. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ამ შეფასებით კანაფის კულტივაციის საკითხზე სასულიერო პირების კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.

„როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში? სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე, ეკლესიასა და ხელისუფლებას, სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და არ უნდა ერეოდნენ არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და არც, მით უმეტეს, მეუფეებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები