LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

157
2024-04-30_01-12-50_011294

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მოღალატეს უწოდებს.

მისივე თქმით, დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა.

უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ”, – განაცხადა კობახიძემ ,,იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები