LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეკონომიკა აღდგენის გზაზეა”- კობა გვენეტაძე Bloomberg-ს ესაუბრა

36

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2018 წლიდან შემცირებულ განაკვეთს ელოდება. კობა გვენეტაძის განცხადებით, 2018 წელს ქვეყანა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს მიუახლოვდება.

როგორც „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუშია აღნიშნული, სუფთა საბანკო სისტემა ქვეყნის სიძლიერის გარანტიაა. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება.

„წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გავზარდეთ. მაგრამ ჩვენი პროგნოზს თანახმად, პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5 პროცენტის ფარგლებშია“, – აცხადებს კობა გვენეტაძე „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საქართველომ 6 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი მესამედ უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა. გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე განიხილა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. “ეკონომიკა აღდგენის გზაზეა; 2019 წლისთვის მოველით მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრის დახურვას“, – აცხადებს გვენეტაძე.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც $14.3 მილიარდია, უარყოფითად აისახა რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი რეცესია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში და ამავდროულად თურქული ლირის დასუსტება, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობას მოჰყვა. რუსეთი და თურქეთი კავკასიური სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნებია და ამავდროულად ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 4.5 პროცენტიან ზრდას ელოდება 2018 წელს, ძირითადად გაუმჯობესებული საგარეო ფაქტორების გამო – მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ექსპორტი 29 პროცენტითაა გაზრდილი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28 პროცენტით იზრდება, ფულადი გზავნილები კი გაზრდილია 20 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები