LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კერძო სექტორში გადადის

111

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. როგორც თავად ბოჭორიშვილი აცხადებს, ის მუშაობას “ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განმახორციელებელი “თიბისი ბანკისა” და ”კონტი ჯგუფის” დაფუძნებულ კომპანიაზე.

“ანაკლია სითი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც  ითვალისწინებს ბიზნეს ქალაქის განვითარებას, რაც გულისხმობს სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას ანაკლიის პორტის მიმდებარედ. ეს იქნება მომავლის ქალაქი, სადაც მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიები”,-აღნიშნა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, ”ანაკლია სითის” გენერალური დირექტორობა შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანის განვითარებაში ახალი კონტრიბუცია შეიტანოს.

შეგახსენებთ, ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები