LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკის რეალური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იქნება – გიორგი კვირიკაშვილი

39

„წლის ბოლოსთვის  ეკონომიკის რეალური ზრდა უფრო მაღალი გვექნება, ვიდრე იყო დაგეგმილი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველი მიმოხილვა დაასრულა და საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად იმ ჩარჩოებში, რომლებიც ჩვენ გვქონდა განსაზღვრული.

„ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი და, რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი ასწია 4.3%-მდე. ჩვენ კიდევ ცოტათი უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით ძალიან ეფექტურად იმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები