LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

45

2018 წლის 7 თვეში საქართველოში 33054 დანაშაულია რეგისტრირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქედან ყველაზე მეტი 13 256 საკუთრების წინააღმდეგ არის ჩადენილი.

რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდე, საანგარიშო პერიოდში 213 დანაშაული იქნა დარეგიტრირებული, აქედან გახსნილი კი 99-ია. წინა წელთან შედარებით, მსგავსი ტიპის დანაშაულების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა.

ამასთან, ფულადსაკრედიტო სისტემაში 406 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 74-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საფინანსო საქმიანობის სფეროში 131 დანაშაული დარეგისტრირდა, აქედან გახსნილი კი 54-ია. მსგავსი ტიპის დანაშაულის რეგისტრაციის  მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები