LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია მოუწოდებს უმრავლესობას, “ნარკოტიკის ჩადებით” დაინტერესდნენ

29

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგებლებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მოუწოდებს, არ დახუჭონ თვალი „ნარკოტიკების ჩადებაზე“. ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოება პოლიციის მოქმედების გამო შეშფოთებულია.

„მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არც ერთ შეცდომაზე წარსულიდან. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ უტყუარი ფაქტები, ძალიან საეჭვო განცხადებები ადამიანების წინასწარი მუქარის შესახებ, მოწმეებზე ზეწოლის შესახებ. ნუ ჩაიკეტებით პარლამენტში, ნუ დახუჭავთ თვალს უსამართლობაზე და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები