LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა

142

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისას 2 მუშა დაშავდა.

ობიექტიდან სამშენებლო მასალა – ფიცარი ჩამოვარდა და იქ მყოფ ორ ადამიანს დაეცა, რის შედეგადაც მათ სხეულის დაზიანება მიიღეს.
ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები