ელისაბედ II პრინც ჰარის მეგან მარკლიზე დაქორწინებას უკრძალავს

119

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ივლისის ბოლოს პრინცი ჰარი თავის რჩეულთან, მეგან მარკლთან ერთად აფრიკაში გაემგზავრებოდა, სადაც საყვარელ ქალს ხელს სთხოვდა. თუმცა, უკანასკნელი ინფორმაციით, მას ქორწილის გადადება გაურკვევლი ვადით მოუწევს. ბუკინგემის სასახლესთან დაახლოებული წყაროს ცნობით, დედოფალი ელისაბედ მეორე ამ კავშირის წინააღმდეგია:

„დედოფალმა ჰარის მეგანზე დაქორწინება აუკრძალა. მისი თქმით, ის არ არის მათი ურთიერთობის წინააღმდეგი, თუმცა მსახიობი სამეფო ოჯახის წევრი ვერასოდეს გახდება, რადგან მას არამარტო არ აქვს შესაფერისი წარმომავლობა, არამედ უკვე იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. ჰარის ამ ბრალდებაზე უპასუხა, რომ პრინცმა ჩარლზმაც ერთხელ გათხოვილი ქალი მოიყვანა ცოლად, დედოფალი კი დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ის ცოლად მოიყვანს მეგან მარკლის, საკუთარ პრივილეგიებზე უარის თქმა და სასახლიდან წასვლაც მოუწევს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილ გამოცემებში ჰარის გულახდილი ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ის აღიარებს, რომ მეფობა არასოდეს სურდა. დედოფალთან დაახლოებულმა პირებმა გააკეთეს დასკვნა, რომ მსგავსი განცხადებებით პრინცი ნელ-ნელა ბუკინგემის კედლებს შორდება და საყვარელი ქალისკენ მიდის, თუმცა დაზუსტებით ამის თქმა, ბუნებრივია, შეუძლებელია.

http://www.elle.ru/celebrities/novosty/svadba-otmenyaetsya-elizaveta-ii-zapretila-printsu-garri-jenitsya-na-megan-markl/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები