LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი სიმსივნით დაავადებულ მამას შეხვდა, ძმასთან შერიგებაზე კი, უარი განაცხადა

180
პრინცი-ჰარი

ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჰარი უკვე ჩაფრინდა ინგლისში, სადაც მეფე კარლი მოინახულა. 75 წლის მონარქს ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცნობილია, რომ მეფემ პირადად დაურეკა ჰარის და მას დიაგნოზის შესახებ შეატყობინა. ჰარი ბრიტანეთში მეუღლისა და შვილების გარეშე ჩავიდა.

ბრიტანული გამოცემები წერენ, რომ მამასთან პრინცმა ჰარიმ 45 წუთი დაყო, მოგვიანებით კი, სასტუმროში გადაინაცვლა, რადგან ის ფროგმორის რეზიდენციიდან ოფიციალურად გაასახლეს. აქვე გაირკვა, რომ ჰარიმ კატეგორიული უარი განაცხადა ძმასთან პრინც უილიამთან შეხვედრასა და მასთან შერიგებაზე.

„მეგანის ჭკუაზე აცეკვებული“ – პრინცი ჰარი უკვე ყველა ფოტოზე უბედური ჩანს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი „წლის ყველაზე უიღბლო ჰოლივუდურ წყვილად” დაასახელეს

მეგან მარკლი, მამამთილის, მეფე კარლის იუბილეზე, დაქალების წრეში ერთობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები