მეგან მარკლი პაპარაცებმა სწორედ მაშინ გადაიღეს, როცა მსოფლიო მეფე კარლის 75 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ბრიტანელი მონარქის ამ მნიშვნელოვან დღეს ინგლისში უამრავი ღონისძიება მოეწყო, ყველაფერი კი ბუკინგემის სასახლეში გამართული დიდი ვახშმით დასრულდა.
ამ დროს სასექსის ჰერცოგინია მონტესიტოში გადაიღეს. ის უახლოესი მეგობრის, კელი მაკი ზაიფენის გარემოცვაში გამოჩნდა, რომელმაც 16 თვის წინ შვილი დაკარგა.
როგორც ზაიფენი ამბობს, მეგანი მისი უახლოესი მეგობარია და მას ყველა ეტაპზე გვერდში უდგას.
ახალ ფოტოებზე მეგობრები შოპინგის დროს დააფიქსირეს, მარკლი შავ ზედასა და ნაცრისფერ შორტებში იყო გამოწყობილი.
პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და სელინ დიონი – კეტი პერის ვარსკვლავური შოუ ლას-ვეგასში
მშვენიერი ჰერცოგინია – მეგან მარკლი „ალტუზარას“ ულამაზეს თეთრ ორეულში
რა სჭირს მეგან მარკლის წონას? – პრინცი ჰარის მეუღლის ახალმა ფოტოებმა ყველა გააოცა