LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან, რომელიც ახლა სიმსივნეს ებრძვის, ბოდიშის მოხდას ითხოვენ

1678
ანრი ჯოხაძე

ცნობილი გამოცემა „მირორი“ წერს, რომ  პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან ბოდიშის მოხდას ელიან. გამოცემის ცნობით, ჰარი ოჯახში დაბრუნებისთვის მზადაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ძმა და ოჯახის სხვა წევრები შემხვედრ ნაბიჯებს პირველები გადადგამენ. აქვე ხაზგასმულია, რომ ქეით მიდლტონისგან პერსონალური ბოდიშის მოხდას მეგან მარკლი ითხოვს. ეს იმ ფონზე, როცა უელსის პრინცესას, ცოტა ხნის წინ, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჰარის ყველაზე მეტად ძმისშვილებთან განშორება უჭირს და ამის გამო, ის ოჯახთან შერიგებას არ გამორიცხავს. კონფლიქტი სამეფო ოჯახის წევრებს შორის რასობრივი ნიადაგით დაიწყო, რაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოჯახიდან წასვლის მიზეზი გახდა. 

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

ქეით მიდლტონმა უინძორის სასახლე დატოვა – პრინცესას ვერტმფრენი პაპარაცებმა დააფიქსირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები