LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესზე პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადდა

60

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ტურისტული ატრაქციისა და საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობის მიზნით შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“, ზონის პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებული პირების წინადადებების მიღება 14 ივნისიდან დაიწყება და 19 ივნისის 18:00 საათამდე გასტანს. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,04 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტირების ეტაპი 1 წელს გასტანს, რომლის შემდეგაც, თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო დოკუმენტაციაზე საჭირო ინფორმაცია (შესყიდვის რაოდენობა, მოცულობა, ვადები და ტექნიკური დავალება) შეეძლებათ იხილონ ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=230745&lang=ge

ცნობისთვის, ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში, ტურისტულად მიმზიდველი კულტურული ქსელის მოწყობა იგეგმება, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს: გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები