LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენმ”-მ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

78

“ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განმარტა, “ნაციონალურ მოძრაობას” რეზოლუციასთან დაკავშირებით სამი შენიშვნა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი შენიშვნა გაითვალისწინეს.

რომან გოცირიძის განმარტებით, აქედან გამომდინარე, პარტია თავს იკავებს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

„ჩვენს მიერ დასახელებული იყო სამი შენიშვნა, ამ სამი შენიშვნიდან ორი არ იქნა გათვალისწინებული. პირველი ის, რომ სია ფაქტობრივად მკვდრადშობილია და რეალურად მასში შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომლებიც არიან მსჯავრდებულები და ციხეში სხედან. ამ ადამიანებს რაში სჭირდება ვიზები.

ფაქტობრივად ეს სია იქნება უმოქმედო და მას არანაირი ეფექტი არ ექნება.

მეორე შენიშვნა მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს მთავრობას დაეწყო მუშაობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო.  ამის შესახებაც არ არის არანაირი საუბარი. ასე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ რეზოლუციის განხილვისას და კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებთ“ , – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები