LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, როცა ის მეტყველებას აგვიანებს?

1320

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ამჯერად ყურადღებას დაგვიანებულ მეტყველებაზე ამახვილებს. ფორუმზე შემოსულ კითხვას, როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, კომაროვსკი რეკომენდაციებით პასუხობს.

ჩემს შვილს მოლაპარაკე მამა ჰყავს, მაგრამ ბავშვი საერთოდ არ ლაპარაკობდა 3 წლამდე. ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას, როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი? იქნებ გაქვთ რაიმე რეკომენდაციები? როდის უნდა ველოდოთ, რომ ბავშვი დაიწყებს ლაპარაკს?“, – კითხულობს მშობელი.

„თქვენ ჩემი ოჯახის ისტორიას ყვებით. ჩემს შვილსაც მოლაპარაკე მამა ჰყავს, მაგრამ ის 3 წლამდე დუმდა, მერე დაიწყო საუბარი და 30 წელია არ გაჩერებულა. ერთადერთი მეთოდი, დააწყებინოთ ბავშვს საუბარი, ესაა ილაპარაკთ მასთან ერთად. რაც მეტად ისმენს პატარა მშვიდ და დალაგებულ საუბარს, მით მეტია შანსი დაიწყოს საუბარი სრულფასოვნად. ძნელია ბავშვმა დაიწყოს ლაპარაკი, როცა ის მთელ დღეს სმარტფოთან და ტელევიზორთან ატარებს. მთავარია ამ დროს, არ ვინერვიულოთ, ხშირად ვესაუბროთ ბავშვებს, წავუკითხოთ ლექსები და ზღაპრები, ვიმღეროთ სიმღერები, მელოდია ძალიან ეხმარება მეტყველების სტიმულაციას. იმოქმედეთ და ცოტა მოითმინეთ“, – ამბობს ექიმი კომაროვსკი.