LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი ერი უნდა გაფართოვდეს

152

რაგბის სამყარო ექვს ერის შენარჩუნება-გაფართოების საკითხს არ ეშვება და ჩვენთვის ეს ძალიანაც კარგია. ყველაზე მეტად ამაზე ბრიტანელები წერენ, რაც ბუნებრივია, ახლა კი მათ ფეხი ფრანგებმაც აუწყვეს

გამოცემა “ლე ფიგარომ” “მსოფლიო რაგბის” ჯერაც მოქმედ პრეზიდენტ ბერნარ ლაპასესთან ინტერვიუ გააკეთა, რომელიც ექვსი ერის თემასაც შეეხო.

“თუ გვინდა რაგბი განვითარდეს, წინ უნდა გავიხედოთ. არიან მეორე დონის ქვეყნები ევროპაში, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი… პირდაპირ გეტყვით, ექვსი ერის ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბოლო ადგილზე გასული სხვამ უნდა ჩაანაცვლოს, ან თუნდაც პლეი ოფი მოვაწყოთ. ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – თქვა ბერნარ ლაპასემ.

ბარემ ვთქვათ, რომ ლაპასე თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს ინგლისელი ბილ ბომონტი დაიკავებს, რომელსაც ცოტა განსხვავებული შეხედულებები აქვს. თუმცა, მეორეს მხრივ, მომავალი ვიცეპრეზიდენტი არგენტინელი ავგუსტინ პიშო საქართველოს ექვს ერში ჩართვის მომხრეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები