LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი ყველაზე სახიფათო დიეტა

118

იდეალური ფიგურის დევნაში ჩვენ ხშირად მივდივართ რისკზე და ვიცავთ საკმაოდ მკაცრ დიეტას, ვამჟღავნებთ შესაშურ ნებისყოფას და აბსოლუტურად გვავიწყდება საკუთარი ჯანმრთელობა. დამტკიცებულია, რომ არცერთი დიეტა არ იძლევა 100%-იან გარანტიას, ყველა გარეგნული ცვლილება კი, რომელიც ასე ახარებთ ქალბატონებს, მხოლოდ დროებითი ეფექტია. რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომლის მთავარი პრინციპი კალორიების შეზღუდვაა, რადგან სწორედ კალორიების დეფიციტის შემთხვევაში იწყებს ორგანიზმი საკუთარი რეზერვების (მათ შორის ცხიმის ქსოვილების) ხარჯვას.

ექსტრემალური და როგორც წესი უშედეგო დიეტის შემდეგ, ბევრად უარესია ძველი კვების რეჟიმზე დაბრუნება და იმ ზედმეტი ცხიმების დაგროვება, რომელსაც ორგანიზმი აქტიურად იმარაგებს მორიგი ”დიეტური ექსპერიმენტისგან” თავის დასაცავად. მეორე და არანაკლებ სახიფათო გზაა საეჭვო დიეტაზე სწრაფი გადასვლა, რაც აუცილებლად ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დასრულდება.  

გთავაზობთ ყველაზე სახიფათო დიეტების მოკლე ანალიზს. გაეცანით მათ, რათა სილამაზის დევნაში გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას.

  1. უმარილო დიეტა

კვების მსგავსი სისტემა ექიმებმა იმ პაციენტებისთვის მოიფიქრეს, ვისაც ჰიპერტონია, გულის უკმარისობა და თირკმელების სერიოზული დაავადებები აწუხებდა. ყველა ამ პათოლოგიას ძლიერი შეშუპება ახასიათებს, რომელთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაც უმარილო დიეტაა.  

სწორედ ორგანიზმიდან წყლის ”გამოდევნის” უნარის წყალობით გახდა უმარილო დიეტა პოპულარული მათ შორის, ვისაც სწრაფად უნდა გახდომა. თუმცა გახსოვდეთ, რომ კილოგრამების კლება მხოლოდ დროებითია, წონის მომატება კი, მაშინვე დაიწყება, როცა თქვენს კვების რაციონში მარილს დააბრუნებთ. გარდა ამისა, ნატრიუმის დეფიციტი გარკვეული პერიოდით ნეგატიურად აისახება თირკმელებისა და გულის მუშაობაზე.  

mediterrean_diet

  1. დაბალკალორიული დიეტა

ამგვარი დიეტის პრინციპი ძალიან მარტივია – ყოველდღიურ რაციონში მინიმუმამდე მცირდება ცხიმების რაოდენობა. დაბალკალორიული საკვების მიღებით თავისუფლად შეიძლება კვირაში 3 კილოგრამის დაკლება, თუმცა ამგვარმა კვებამ უკურეაქციაც შეიძლება გამოიწვიოს, ანუ ყველაფერი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში იყო თქვენი ჯანმრთელობა დიეტის დაწყებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა საერთო დღიურ კალორიულობაზე 20%-ით ნაკლებია, მაშინ ორგანიზმში კლებულობს ე.წ. ”კარგი” ქოლესტერინი, რომლის მთავარი ფუნქციაც გულისა და სისხლძარღვების დაცვაა. გარდა ამისა, ცხიმოვანი მჟავები, იმ  ვიტამინებს ამუშავებენ, რომლებსაც ორგანიზმი პროდუქტთან ერთად ღებულობს. გარდა ამისა, ცხიმების სრული ამოღება ავიტამონოზის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც თავის მხრივ კანისა და თმასთან დაკავშირებული პრობლემებს იწვევს.

  1. მონოდიეტა

მონოდიეტის განხილვისას საჭიროა დავაზუსტოთ, რომ საუბარია არა განტვირთვის დღეზე, რომლის დროსაც თქვენ მხოლოდ ვაშლს ან კეფირს მიირთმევთ, არამედ დიეტაზე, რომელიც ხუთი ან მეტი დღე გრძელდება. ამგვარი დიეტა არა მარტო ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესია, არამედ სერიოზულ საფრთხესაც შეიცავს ჯანმრთელობისთვის.

რა პროდუქტიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენს ორგანიზმს ნებისმიერ შემთხევაში მოაკლდება ვიტამინები და მინერალები, დაირღვევა მომნელებელი სისტემის მუშაობა და ნივთიერებათა ცვლის პროცესი, წონა კი, ადრე თუ გვიან მაინც აუცილებლად დაბრუნდება. თუ თქვენ უპირატესობას მჟავებით მდიდარ ვაშლს და კეფირს ანიჭებთ, მაშინ რისკავთ დაავადდეთ გასტრიტით, კოლიტით ან კუჭის წყლულით. წიწიბურა კი, კუჭის შეკრულობას და ვენებთან დაკავშირებულ პრობლემებს  იწვევს, რადგან წიწიბურა იმდენად მდიდარია რკინით, რომ მას სისხლის შესქელება შეუძლია.

c5602eb01c3df6792d93062c56a039fe60c31682

  1. ცილების დიეტა

არსებობს ცილოვანი დიეტის რამდენიმე ვარიანტი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დუკანის და იაპონური დიეტა სარგებლობს. მათი ძირითადი პრინციპი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს და ის კრუპეულის, ბოსტნეულისა და ხილის შეზღუდვის ხარჯზე ნახშირწყლების შემცირებას ეფუძნება. აქცენტი ხორცზე, თევზზე და ზოგჯერ ცილებით მდიდარ რძის პროდუქტებზე კეთდება.

თუმცა, ადამიანს არ შეუძლია არსებობა ნახშირწყლების გარეშე, ასე რომ მსგავსი დიეტით თქვენ ზედმეტ კილოგრამებთან ერთად საკუთარ ჯანმრთელობასაც ემშვიდობებით. ზედმეტი ცილები ტვირთავენ თირკმელებს და იქცევიან კენჭებად, ქიმიური პროცესების დროს კი, რომელიც ცილებს ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებად აქცევს, საშიში ტოქსინები გამოიყოფა. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ჩინეთში სიკვდილმისჯილებს მხოლოდ ხორცით კვებავდნენ.  

  1. თხევადი საკვების დიეტა

დიეტის დაცვით, რომელიც 30 დღის განმავლობაში მხოლოდ თხევადი საკვების მირთმვას ითვალისწინებს, თქვენ შეძლებთ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ბალანსის დაცვას, თუმცა სერიოზულად დაავადებთ მომნელებელ სისტემას და დაარღვევთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს.  

ნერწყვი, რომელიც ღეჭვის დროს გამოიყოფა, ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის მუშაობას, უჯრედისი კი, რომელიც მკვრივი საკვების ლუკმაშია ნაწლევების მოტორიკის სტიმულირებას ახდენს. თხევადი საკვების დიეტას კი, დროთა განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატროფირება შეუძლია გამოიწვიოს.  

a6cf0efb336863a33851c06c20e2064dc01f300b

  1. შოკოლადის დიეტა

ტკბილეულის მოყვარულთათვის სპეციალური დიეტა არსებობს, რომლის დროსაც დღეში 100 გრამი შავი შოკოლადის და განუსაზღვრელი ოდენობით უშაქრო ყავის მირთმევა შეიძლება. საშუალოდ დიეტის ხანგრძლიობა 5-7 დღეს შეადგენს, რომლის დროსაც თავისუფლად შეიძლება რამდენიმე კილოგრამის დაკლება, რაც პირველ რიგში კალორიების მაქსიმალური შემცირების ხარჯზე (ერთი ფილა შოკოლადი საშუალოდ 550 კალორიას შეიცავს) ხდება.

თუმცა, შეიძლება მიიღოთ კუჭის წვა, სისხლში გლუკოზის მუდმივი ცვლილებებით გამოწვეული თავის ტკივილი და ინტიმური ხასიათის პრობლემები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები