LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვტვირთოთ სხეული ორ კვირაში: ავსტრალიელი დიეტოლოგის რჩევები სასურველი ფორმების მისაღებად

1620
dieta2022445

ჯესიკა სეპელი 14 დღის განმავლობაში რაციონის შეცვლის რეკომენდაციას იძლევა. არანაირი ალოკოჰოლი და ვიტამინებით მდიდარი საკვები.

„ეს გამოწვევა იმისათვისაა, რომ სხეულის მთელი სისტემა გადატვირთოთ. საკვებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარება დაგეხმარებათ რომ უფრო ენერგიულები გახდეთ, ძილი გაიუმჯობესოთ და სტრესისგანაც გათავისუფლდეთ.“

რა უნდა გავაკეთოთ უკეთესი ძილისა და მეტი ენერგიისთვის?

შეადგინეთ რაც შეიძლება ჯანსაღი რაციონი:

ჯესიკას აზრით, ყველა კვება ბოსტნეულით უნდა იყოს გაჯერებული – ისპანახი, კიტრი, ბროკოლი თუ ბარდა განწყობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო წამალია.

თეთრი თევზი და ორაგული კვირაში 2–3–ჯერ მაინც უნდა მიირთვათ, რაც ორგანიზმში B და D ვიტამინების შესავსებად აუცილებელია.

გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ რაციონში ხილის, ქათმის, კვერცხის თუ მწვანილეულის დამატებაც.

საკვები, რომელიც „გადატვირთვის“ დროს აუცილებელია:

ბოსტნეული – ყველა კვების დროს

მარცვლეული – ყავისფერი ბრინჯი, შვრია, წიწიბურა.

თეთრი თევზი და ორაგული – კვირაში 2–3ჯერ სიხშირით.

სოფლის ქათამი და კვერცხი.

ხილი – კენკრა, ლიმონი, მწვანე ვაშლი, გრეიფრუტი, პაპაია.

ბოსტნეული – კარტოფილი, გოგრა, ჭარხალი, ძირთეთრა.

ზეთი – მხოლოდ ზეითუნის.

მოიხმარეთ ნაკლები კოფეინი, შაქარი და ალკოჰოლი

„გადატვირთვის“ დროს ალკოჰოლი მოხმარებიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ, რაც შეეხება კოფეინს, დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავით უნდა დაკმაყოფიდლეთ. თანაც ეს ერთი ფინჯანიც დილის 11 საათამდე უნდა მიირთვათ.

მაქსიმალურად უნდა შეამციროთ შაქარი, ტკბილი და გაზიანი სასმელი.

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი !

ადამიანის ორგანიზმის 60% წყლისგან შედგება, ამიტომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღებაა საჭირო.

ჯესიკას რეკომენდაციით დღეში 2,5 ლიტრი წყლის მირთმევა საუკეთესო პრაქტიკაა და გარდა იმისა ის მცენარეული ჩაის და ქოქოსის წყლის მიღების მომხრეცაა.

„კოფეინის შემცველი სითხეების მირთმევის დროს, იქნება ეს ყავა თუ ჩაი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხეს ვკარგავთ და მარაგების შევსება აუცილებელია.“

სწორად კვებასთან ერთად სასურველია ვარჯიშიც. ჯესიკა ფიქრობს რომ დღეში 20 წუთს ფიზიკური აქტივობისთვის ალბათ ყველა ადამიანი გამოყოფს.

ვარჯიში როგორც სხეულისთვის, ასევე გონებისთვისაც აუცილებელი თერაპიაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები